იშვიათი შემთხვევაა, როცა ფართო პოლიტიკური კონსენსუსი მიღწეულია – სავარაუდოდ, საარჩევნო ბლოკების დაშვება არ მოხდება

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მიღწეულია ფართო პოლიტიკური კონსენსუსი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, განსხვავებელი მოსაზრებები მხოლოდ ბლოკებთან დაკავშირებით გამოითქვა, თუმცა, როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, აღნიშნულ დათმობაზე მმართველი გუნდი სავარაუდოდ არ წავა.

“ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს არგუმენტები, რის გამოც სავარაუდოდ, ბლოკების დაშვება არ იქნება. როცა ვსაუბრობთ პარტიების განვითარებაზე, დაფინანსების წესის შეცვლაზე, რეალურ პარტიებზე და არა ერთკაციან პარტიებზე, როგორიც ჩვენ გვახსოვს წარსულიდან საქართველოში, შეუძლებელია ეს დალაგდეს საზოგადოების ინტერესის შესაბამისად ბლოკების არსებობისას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, რამდენად დაუჭერენ მხარს მაჟორიტარები საკონსტიტუციო ცვლილებებს, მდინარაძემ განაცხადა, რომ გუნდს ექნება ერთიანი გადაწყვეტილება და აღნიშნული ცვლილებების პოზიტიურობის გათვალისწინებით, მას მხარს ოპოზიციაც დაუჭერს.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა : აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური ობიექტი, უნიკალური სამეცნიერო ცენტრი და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება
შემდეგი სტატიაბექა ნაცვლიშვილი პრემიერს მოუწოდებს, 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსებისთვის ჯარიმების გაუქმების მიზნით, ერთჯერადი ბრძანებულება გამოსცეს