ნათია თურნავა : აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური ობიექტი, უნიკალური სამეცნიერო ცენტრი და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება

აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური ობიექტი, უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, უნიკალური არამარტო საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ზოგადად მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც ნათია თურნამავამ განაცხადა, აბასთუმნის ობსერვატორიას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

„მცირე მთავრობის კონცეფცია არის მთავარი პრიორიტეტი, მაგრამ აქაც არსებობს გამონაკლისები. ჩვენი აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური ობიექტი, უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, უნიკალური არამარტო საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ზოგადად მსოფლიოსთვის. სულ რამდენიმე არის ესეთი უნიკალური, ასეთი დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი, მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტის ზრუნვის საგანი არის განათლება და მეცნიერება მათ შორის, აქედან გამომდინარე, ეს ის შემთხვევა, როდესაც კიდევ უფრო მეტად აქცენტირებულად შევძლებთ გავაძლიეროთ ეს სამეცნიერო კერა – ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობამ 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
შემდეგი სტატიაიშვიათი შემთხვევაა, როცა ფართო პოლიტიკური კონსენსუსი მიღწეულია – სავარაუდოდ, საარჩევნო ბლოკების დაშვება არ მოხდება