ბექა ნაცვლიშვილი პრემიერს მოუწოდებს, 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსებისთვის ჯარიმების გაუქმების მიზნით, ერთჯერადი ბრძანებულება გამოსცეს

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუწოდებს, 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმების მიზნით, ერთჯერადი ბრძანებულება გამოსცეს.

როგორც ჟურნალისტებს ნაცვლიშვილმა განუცხადა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვა დროში გაიწელება.

„1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმება დამსახურებაა – ბექა ნაცვლიშვილის, კობა კობალაძის, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის, გიორგი ლომიას, ლევან კობერიძის, ზვიად კვაჭანტირაძის. გუშინ, პრემიერ-მინისტრსა და დედაქალაქის მერს წერილი ჩვენ გავუგზვანეთ. მამუკა მდინარაძე კი გამოვიდა და თქვა, რომ ერთჯერად აქტს გამოცემდნენ. რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, არ არის არც პოლიტიკურად და არც მორალურად გამართლებული“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიშვიათი შემთხვევაა, როცა ფართო პოლიტიკური კონსენსუსი მიღწეულია – სავარაუდოდ, საარჩევნო ბლოკების დაშვება არ მოხდება
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა