ის რასაც აზერბაიჯანის არმიის შეიარაღებაში არსებული თურქული საბრძოლო დრონები, Bayraktar-ები აკეთებენ ყარაბაღში, ძნელად აღსაწერია

ის რასაც აზერბაიჯანის არმიის შეიარაღებაში არსებული თურქული საბრძოლო დრონები, Bayraktar-ები აკეთებენ ყარაბაღში, ძნელად აღსაწერია და ერთი შეხედვით კომპიუტერულ თამაშს ჰგავს. თუმცა ერთი შეხედვით, რადგან ვიცით, რომ პულტით მართული ეს საბრძოლო ტექნიკა, უამრავი რაოდენობით მტრის იარაღს და ცოცხალ ძალას სპობს.
ტანკები, ჰაუბიცები, საარტილერიო და ჰაერსწინააღმდეგო სისტემები, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები, მოიერიშე Bayraktar-ებისა და თურქული ,,კამიკაძე,, დრონებისთვის, თითქოს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენენ. ყველა ამ სამხედრო ტექნიკას, ზოგს ბლინდაჟში ჩაფლულს, ზოგს მოძრაობაში, ზოგს დღის სინათლეზე და ზოგს კი -ღამით, დრონები მაღალი სიზუსტით და უმოწყალოდ ანადგურებენ. აზერბაიჯანის ოფიცილური წყაროები, ყოველ დღე 3-4 ვიდეოს დებენ, რომელიც ამ დრონების მიერაა გადაღებული და მათ მიერ, სომხური სამხედრო ტექნიკის და ამ ტექნიკასთან მყოფი ცოცხალი ძალის განადგურებას ასახავენ.
მართალია სომხებიც გულხელდაკრეფილი არ ზიან.ისინიც სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ მტერს და აზერბაიჯანის მხრიდანაც მახვერპლი სერიოზულია, თუმცა აზერბაიჯანელების უპილოტო თურქული დრონები, სომხების სერიოზული თავის ტკივილია.

ავტორი: კახა ადამია

 

https://www.facebook.com/kakhaber.adamia/videos/1710043929155787/?t=39

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: გაერთიანებული ოპოზიციის სია არის გარკვეულწილად, კოალიციური სია
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ეს არ არის გარიგების არჩევნები !