ელისო კილაძე: ეს არ არის გარიგების არჩევნები !

kiladze

kiladze“დიდხანს ვფიქრობდი,დამეწერა თუ არა ეს სტატუსი,ბოლოს გადავწყვიტე რომ მაინც უნდა დავწერო:
2013 წლიდან ბრძოლაში ვარ და ეს ბრძოლა იყო უკომპრომისო !
არც გავყიდულვარ,არც გავრიგებულვარ !
ბრძოლაში ვიყავი მეგობრებთან და არა პარტიებთან ერთად.
ვნახე ბევრი ორპირობა და ღალატი,გარიგება და კომპრომისი.
არასოდეს უკან არ დამიხევია და ვიყავი ყველგან სადაც სამართალს და სიმართლეს ვჭირდებოდი !
არასოდეს არ მქონია არც ერთი მასალა,სკანდალი,დოკუმენტი და ჩანაწერი რომელიმე პარტიისგან,ბევრჯერ იქით მიჰქონდათ ჩემი მასალები !
მოვიგე ყველაზე დიდი ბრძოლა ჩემი შვილისთვის,და ზოგიერთებივით, ახლა გმირებად რომ გვტენით,შოთაძესთან არ მირბენია გარიგებებზე !
ქვეყანა არის სპირალში და ეს ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციის ბრალია,რომლისთვისაც პრინციპები და მორალი აღმოჩნდა პლინტუსს ქვემოთ (სიებს ჩახედეთ)
ამიტომ,მინდა მკაფიოდ გითხრათ-ამ არჩევნებზე ჩემს მხარდაჭერას ვერ მიიღებთ !!!!
(ნანუკასთან ვიქნები ცხადია ბოლომდე)
ნებისმიერი უსამართლობის დროს ვიქნები ადამიანებთან და დაუნდობლად გამხელთ ყველა გარიგებულს !
მშვიდად ვუყურებ როგორ “დაამარცხებთ” ოლიგარქიას !!!
ქვეყანაა თქვენს ხელში ცოდვა,თორემ ჯანდაბამდის გზა გქონიათ სკამებთან ერთად !
ესაა ჩემი ბოლო სიტყვა !

p.s. ჩემი ეს განწყობა არ ეხება “ქრონიკა+”-ს .გაზეთი იქნება ყველას ტრიბუნა !”,-წერს “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიის რასაც აზერბაიჯანის არმიის შეიარაღებაში არსებული თურქული საბრძოლო დრონები, Bayraktar-ები აკეთებენ ყარაბაღში, ძნელად აღსაწერია
შემდეგი სტატიახელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც მოქალაქეები იმყოფებოდნენ