“ის ყოველთვის ბევრს იტყუება”, – შოლცმა პუტინის ინტერვიუს კარლსონთან “აბსურდული” უწოდა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა რუსი დიქტატორის ვლადიმერ პუტინის სკანდალური ინტერვიუ ამერიკელ ტრამპისტ ბლოგერ ტაკერ კარლსონთან. მან რუსეთის მეთაური სიცრუეში დაადანაშაულა.

ამის შესახებ გერმანიის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

“რუსეთის პრეზიდენტი დასცინის იმას, რასაც რუსეთი რეალურად აკეთებს უკრაინაში და სრულიად აბსურდულ განმარტებას აძლევს ამ ომის გამომწვევ მიზეზებზე. ეს ჩვენთვის ყველაფერს უფრო ნათელს ხდის- ჩვენ მტკიცედ ვრჩებით უკრაინის მხარეს”-დაწერა კანცლერმა.

banner
წინა სტატიაშიდაბა ბაკურიანში სასტუმრო იწვის
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა-ლელა ჩიქოვანმა თანამდებობა დატოვა