ირმა ნადირაშვილი უმრავლესობის წევრებს – ერთადერთი დასკვნა გამოვიტანე, რომ გუშინ თქვენ ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეთ

ერთადერთი დასკვნა გამოვიტანე, რომ გუშინ თქვენ ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეთ, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

ნადირაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების შეფასებებს გამოეხმაურა, განაცხადა, რომ მათი მდგომარეობის ესმის, რადგან ის „ევროპულ საქართველოსაც“ გამოუცდია, თუმცა მოუწოდა, რომ იპოვოს ძალა და ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური დემოკრატიულად ჩაატაროს.

“რაზეც ქალბატონი ეკა საუბრობდა, ერთადერთი დასკვნა გამოვიტანე, რომ გუშინ თქვენ ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეთ საერთოდ და გგონიათ, რომ 6 წლის განმავლობაში 9 წელზე ლაპარაკით შესაძლებელია არჩევნების მოგება. გუშინ მე ვიფიქრე, რომ ასეთი დასკვნები არ უნდა გაგეკეთებინათ. ჩვენ გავლილი გვაქვს ასეთი მდგომარეობა, რომელშიც თქვენ ახლა ხართ და სპეციალურად შევარჩიეთ ასეთი ტონი. მდგომარეობა, რომელშიც ახლა ხართ, არის ძალიან მძიმე, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ თქვენ თავში იპოვით ძალა და მოახერხოთ, რომ ჩაატაროთ მეორე ტური ისე, რომ ქვეყანამ გადადგას წინ ნაბიჯი დემოკრატიისკენ, მოახერხოთ, რომ შეზღუდოთ ადმინისტრაციული რესურსი და გაიგოთ, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და ვერც ფული ვერ იგებს არჩევნებს, როცა ამომრჩეველი გეუბნება „არას“ და ჩვენი მოწოდებაა, რომ სწორედ დემოკრატიულად ჩატარდეს მეორე ტური. რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას, ეს არის ლოგიკური. „ევროპული საქართველო“ ეს არის ოპოზიცური პარტია. ჩვენი მიზანია თქვენ ჩამოშორდეთ ხელისუფლებას და ეს დროის საკითხი გვგონია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი მავნებლური მმართველობა დასრულდეს“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიტყუილებით ცოტათი გახვედით ფონს, მეორე ადგილით გადახვედით მეორე ტურში, თუმცა, წინ არის მეორე ტური და მოდით, დაველოდოთ მეორე ტურს
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძეს რუსთავში გაასამართლებენ