ზაზა სარალიძეს რუსთავში გაასამართლებენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ სარალიძის ადვოკატ ნესტან ლონდარიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ან რუსთაველის გამზირს აიგივებენ რუსთავთან ან პროცესის თბილისში ჩატარებით სიტუაციის გამწვავებას ერიდებიან. სხვა ახნა, რატომ ტარდება თბილისში მომხრად ფაქტზე სასამართო პროცესი რუსთავში არ არსებობს.“- განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

სასამართლო პროცესს ზაზა სარალიძეც დაესწრება.

ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს დააკავებს, მას შემდეგ რაც სამართალდამცავებსრუსთაველის გამზირზე დაუპირისპირდა, წვიმისგან დამცავი კონსტრუქციის დადგმის უფლების შეზღუდვის გამო.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილი უმრავლესობის წევრებს – ერთადერთი დასკვნა გამოვიტანე, რომ გუშინ თქვენ ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეთ
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი რომან გოცირიძეს – თქვენი 30%-იანი ეიფორია არ უნდა იყოს ცდუნება