ირინა სარიშვილი: ასე არ გამოვა დეპუტატო ნაციონალებო, ჯერ გაემიჯნოთ, მერე მოემიჯნოთ!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 10, 2016 13:44

ირინა სარიშვილი: ასე არ გამოვა დეპუტატო ნაციონალებო, ჯერ გაემიჯნოთ, მერე მოემიჯნოთ!

sarishvili_10ელვის სისწრაფით ვითარდება მოვლენები ბოლო დღეებში:
მიხეილ სააკაშვილის გადადგომა გუბერნატორის თანამდებობიდან პროტესტის ნიშნად 1 დღით ადრე აშშ–ს პრეზიდენტის არჩევნებამდე;
აშშ–ს პრეზიდენტის არჩევნების შედეგები;
ქართული პოლიტიკური “ელიტის” რეაქცია ამ ყველაფერზე.
შტერი ქოცები ჯერ კიდევ ზეიმობენ ტრამპის გამარჯვებას და ის თავისიანი ჰგონიათ;
რუსებმა ზუსტად იციან რაც მოხდა და რამდენადაც და სადამდეც შეუძლიათ, “დიპლომატიურად” არ იმჩნევენ;
და მხოლოდ ნაციონალებმა გააანალიზეს რაც რეალურად ხდება, მათ შორის იმ ნაციონალებმაც, რომლებმაც საქართველოს პარლამენტის არჩევნების დასრულების მეორე დღიდანვე ღია და ფარული ბრძოლა გამოუცხადეს საკუთარი პარტიის იმ წევრებს და მხარდამჭერებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გაიზიარეს არჩევნებთან დაკავშირებით და რომლებიც ღიად აცხადებდნენ რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დასაყრდენს მისცეს ხმა – ასეთები კი აბსოლუტური უმრავლესობაა. ლანძღვა–გინება, შეურაცხყოფები, წარსული ქექვა, კომპრომატების მოძიება – მოკლედ ყველაფერი ის, რაც ამ ადამიანებისთვის არც მაშინ იყო უცხო, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, დიდი ნაკადით წამოვიდა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანისკენ.
აბა გავიხსენოთ რა ხდებოდა ნაციონალების მართვის წლებში?
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, იმ წლებში სად, რომელ სართულზე და ვისი ხელმძღვანელობით იგეგმებოდა მასმედიაზე ზეწოლა და კომპრომატების შეგროვება არათუ მოწინააღმდეგეებზე, საკუთარი გუნდის წევრებზეც და ამას ყველაფერს სააკაშვილის ზურგით გამაგრებულები აკეთებდნენ, რადგან სააკაშვილი თავისი გუნდის ერთიანობის შენარჩუნების მიზნით ამ ყველაფრის გამო დარტყმებს საკუთარ თავზე იღებდა. ისევე როგორც აფრასიძეების საქმეს და კიდევ უამრავ ასეთ ნამოქმედარს და ეს მისი უმძიმესი შეცდომაა. ისიც კარგად ვიცით, როგორ გადაეფარა სააკაშვილი ჟვანიას გარდაცვალების თემას და ეს ისე გაკეთდა რომ ყველამ დავინახეთ რაღაცას ცრუობდნენ, ბოლომდე არ ამბობდნენ და რაღა თქმა უნდა მოწინააღმდეგეებმა ჟვანიას მკვლელობის ვერსია დავიჯერეთ და ესეც უდიდესი შეცდომაა პირადად მიხეილ სააკაშვილის, პასუხისმგებლობასთან ერთად რა თქმა უნდა, რადგან პირველი პირი ყოველთვის პასუხისმგებელია ნებისმიერ საქციელზე, რასაც მისი გუნდის წევრი სჩადის.
აზრი არა აქვს ყალბი ერთობის შენარჩუნებას! ყალბ ერთობას ისევ გამოცხადებული მტრობა სჯობს!
და პარლამენტის არჩევნების შემდეგ სწორედ ის ხალხი, რომელიც სააკაშვილს უნდა უმადლოდეს აქამდე მოთრევას, რომლების მოქმედებების გამოც მაშინდელი ხელისუფლება შეიძულა ხალხის დიდმა ნაწილმა, სწორედ ეს ხალხი, დღესაც სააკაშვილის სახელით გასული პარლამენტში, ემიჯნებოდა მას, უწოდებდა გაქცეულს და რა ვიცი კიდევ რას და ყველას, ვინც სააკაშვილის პოზიცია დაიცვა, ღია და ფარული ბრძოლა გამოუცხადა, ეს ხალხი პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც წირავდა მას, ვის ზურგსაც დღევანდელ დღემდე ეფარებოდა!
და უცებ, ყოველგვარი ყოყმანის თუ მობოდიშების გარეშე ეხლა ეს ხალხი აბრუნებს “პლასტინკას” და სულ სხვანაირად ჭიკჭიკებს რადგან ქოცებისგან განსხვავებით მათ ჭკუა აქვთ და ზუსტად იციან რაც ხდება და ეს კიდევ უფრო გულისამრევია! თან როგორც ჩანს ისევ იმის იმედი აქვთ, რომ სააკაშვილი ისევ და ისევ ერთობის შენარჩუნების მიზნით, ამ ყველაფერზე თვალს დახუჭავს.
მე იმედს გამოვთქვამ რომ წარსული შეცდომები აღარ განმეორდება და არც ყალბი ერთობის შენარჩუნებას ეცდება ვინმე.
ამიტომ, მე როგორც ამომრჩეველი, წარსულს აღარ ვეხები, მაგრამ დღევანდელზე მოვითხოვ, რომ ყველა ასეთმა გამიჯნულმა, რომელმაც დღეს არ ვიცი რამდენი ხნით უკან “მომიჯვნა” გადაწყვიტა, სანამ “მოიმიჯნებიან”, კეთილი ინებონ და ბოდიში მოიხადონ თითოეულ სიტყვაზე, მოქმედებაზე, რითაც მათ საკუთარი პარტიის წევრებს და ამომრჩევლებს არჩევნების შემდეგ შეურაცხყოფა მიაყენეს! ბოდიში მოიხადონ სინანულით და შესაბამისად საკუთარი ადგილიც იცოდნენ ამ ბოდიშის მერე!
ასე არ გამოვა დეპუტატო ნაციონალებო, ჯერ გაემიჯნოთ, მერე მოემიჯნოთ! ან ბოლომდე მიაწექით თქვენს ნათქვამს თუ მართლა ასე გჯერათ და არავის სამსახურში არ დგახართ, ან მოიხადეთ ბოდიში და იცოდეთ თქვენი ადგილი!
რა აზრი აქვს ერთობას, როცა ყოველ მოსახერხებელ დროს შეიძლება ზურგში დანა ჩაგარტყან!
მართლა ცუციკები თუ არ ხართ, მოიხადეთ ბოდიში და გააკეთეთ ის რაც საჭიროა!
თუ არა და… მიშა, მიდი ბოლომდე!
ავადმყოფი ლოგინში!!!

ირინა სარიშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 10, 2016 13:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,001
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics