თეა წულუკიანი: საქართველო ელექტრონული არჩევნებისთვის მზად არის, თუმცა ამას კანონმდებელთა მხარდაჭერა სჭირდება

საქართველო ტექნოლოგიურადაც და კიბერუსაფრთხოების კუთხითაც სრულიად მზად არის, რათა საქართველოში ელექტრონული არჩევნები ჩატარდეს, თუმცა ამისთვის საჭიროა კანონმდებელთა მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საკითხებზე ყოველწლიური რეგიონული კონფერენციის შემდეგ განაცხადა.

როგორც წულუკიანმა განაცხადა, თუ ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ მიღებული იქნება, საქართველოს ხელისუფლება ტექნოლოგიურად ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად მზად არის.

„საქართველო, იმ შეფასების შედეგად, რომელიც ჩვენ შარშან ჩავატარეთ იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ეგიდით, ტექნოლოგიურადაც და კიბერუსაფრთხოების კუთხითაც არის სრულად მზად არის, რათა საქართველოში ელექტრონული არჩევნები ჩატარდეს. ეს რომ მოხდეს, საჭიროა კანონმდებელთა მხარდაჭერა, საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე, მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხარდაჭერა ამგვარი მოდელისადმი და ნდობა ამგვარი ტიპის არჩევნებისადმი. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება პარლამენტის მიერ მიღებული, აღმასრულებელი ხელისუფლება ტექნიკურად და ტექნოლოგიურად საქართველოში ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად, მისი კიბერშეტევებისგან დასაცავად არის 100%-ით მზად“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: ასე არ გამოვა დეპუტატო ნაციონალებო, ჯერ გაემიჯნოთ, მერე მოემიჯნოთ!
შემდეგი სტატიარუსტურიზმი საქართველოში მყოფ რუსებს შესაძლო რისკებზე აფრთხილებს