ირანი დასავლეთთან დადებული ატომური შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება

თეირანმა თქვა, რომ შესაძლებელია უარი თქვას შეთანხმებაზე, თუკი ამაში ფინანსურ მოგებას ვერ ნახავს – 28 აპრილს სააგენტო ISNA-ზე დაყრდნობით “დოიჩე ველე” ავრცელებს. “თუკი ირანს არანაირი ეკონომიკური მოგება არ ექნება, ჩვენ შეთანხმებიდან გავალთ” – ირანის შიდა კავშირების სტრატეგიული საბჭოს გენერალურმა დირექტორმა აბდოლრეზ ფარაჯი-რადამ თქვა. მისი სიტყვებით, თეირანის ევროპელმა პარტნიორებმა – გერმანიამ, საბრანგეთმა და ბრიტანეთმა დაკისრებული მოვალეობები უნდა შეასრულონ და ირანის სავაჭრო კავშირები გააძლიერონ.
ირანის რეაქცია ანგელა მერკელის და ემანუელ მაკრონის პასუხი გახდა, რომლებიც ცდილობენ, აშშ-ს პრეზიდენტი შეაჩერონ შეთანხმებიდან გასვლაზე.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა დამარცხებას აღიარებს- პირობას ვაძლევ ბატონ ჭიჭინაძეს, რომ ის ვერ იქნება ფორმალური მაჟორიტარი და რეალურად მოუწევს ზრუნვა ვანსა და ხონზე
შემდეგი სტატიავანსა და ხონში პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია