ვანსა და ხონში პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია

ცესკომ 60 უბნის მონაცემები გამოაქვეყნა. ქართული ოცნების კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ხმების 57.86% მიიღო. ევროპული საქართველოს კანდიდატმა, გიგი უგულავამ, ხმების 38.38%.

ჯამში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა 27 846-მა მოქალაქემ მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 57.9%-ია.

ვანის ოლქში ხმა მისცა 14 109 ამომრჩეველმა – 56.4%-მა, ხოლო ხონში 13 737-მა ამომრჩეველმა – 59.5%-მა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, იმავე ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 65.45% იყო.

banner
წინა სტატიაშიირანი დასავლეთთან დადებული ატომური შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება
შემდეგი სტატიამოსკოვმა, ანკარამ და თეირანმა სირიის საკითხზე შეხვედრა გამართეს