ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობას“ დაანონსებული აქვს აქცია და პირდაპირ საუბრობენ ხელისუფლების გადატრიალების სურვილზე – რაც ეს რეკომენდაციები გაიცა ევროკავშირის მიერ პირველივე პუნქტს უკვე არღვევენ

პოლარიზაციის შემცირებაზე პასუხისმგებელია აბსოლუტურად ყველა სუბიექტი, პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური. დღესვე დაიწყო ოპოზიციამ ამის წინააღმდეგ გამოსვლა. ისინი აანონსებენ პოლარიზაციას, 20 ივნისს მაპოლარიზებელ აქციას. პირდაპირ საუბრობენ ხელისუფლების გადატრიალების სურვილზე. პირველივე პუნქტს პირველსავე წუთებში არღვევენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეფორმები წარმოდგენილი პუნქტების მიხედვით გაგრძელდება.

“რაც შეეხება სტრუქტურულ რეფორმებს, ჩამოთვლილია უკვე დამტკიცებულ დოკუმენტში ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას სხვადასხვა მიმართულებით და ეს პირობები, რაც წაყენებულია, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ზუსტად ემთხვევა, პრაქტიკულად, ყველა პუნქტში ასოცირების დღის წესრიგს. ზუსტად იმავე პუნქტებზეა საუბარი, რაც იყო წარმოდგენილი და შეთანხმებული ჩვენ მიერ ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგში. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ვალდებულება ისედაც გვქონდა აღებული და, რა თქმა უნდა, თითოეული ამ პუნქტის მიხედვით განხორციელდება შესაბამისი რეფორმები.

რაც შეეხება პოლარიზაციას, წარმოიდგინეთ, რომ პირველი რეკომენდაცია სწორედ პოლარიზაციის შემცირებას უკავშირდება და ამ პოლარიზაციის შემცირებაზე მე შეგახსენებთ, რომ პასუხისმგებელია აბსოლუტურად ყველა სუბიექტი – პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური. პირველი რეკომენდაცია რაც არის იმის წინააღმდეგ დაიწყო დღესვე ოპოზიციამ გამოსვლა, ისინი აანონსებენ პოლარიზაციას, 20 ივნისს მაპოლარიზებელ აქციას. „ნაცმოძრაობას“ უკვე აქვს ეს აქცია დაანონსებული და პირდაპირ საუბრობენ ხელისუფლების გადატრიალების სურვილზე. პირველივე პუნქტს პირველსავე წუთებში არღვევენ, რაც ეს რეკომენდაციები გაიცა ევროკავშირის მიერ. ვინ მიდის პოლარიზაციისკენ და ვის სურს პოლარიზაცია, ეს არის დღესავით ნათელი“,- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიალექსი ბატიაშვილმა პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიში წარუდგინა
შემდეგი სტატიაარ შეიძლება ასე პრიმიტიულად მივუდგეთ საკითხს, რომ ვიღაცამ მუშაობა დააკლო – მიამიტობა იქნება საუბარი, რომ რომელიმე ხელისუფლების კონკრეტულ, ლოკალურ მუშაობას შეიძლება ის შედეგი შეეცვალა, რაც დღეს დადგა! – მამუკა მდინარაძე