არ შეიძლება ასე პრიმიტიულად მივუდგეთ საკითხს, რომ ვიღაცამ მუშაობა დააკლო – მიამიტობა იქნება საუბარი, რომ რომელიმე ხელისუფლების კონკრეტულ, ლოკალურ მუშაობას შეიძლება ის შედეგი შეეცვალა, რაც დღეს დადგა! – მამუკა მდინარაძე

არ შეიძლება ასე პრიმიტიულად მივუდგეთ საკითხს, რომ ვიღაცამ მუშაობა დააკლო – დიდი მიამიტობა იქნება დღეს იმაზე საუბარი, რომ რომელიმე ხელისუფლების კონკრეტულ, ლოკალურ მუშაობას შეიძლება ის შედეგი შეეცვალა, რაც დღეს დადგა! – ასეთია პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის პოზიცია.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი იყო პოლიტიკური და არა ექსპერტული გადაწყვეტილება, ხოლო ის, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განვითარების ხარისხის შედეგია.

“შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამაზე სერიოზულად ვისაუბროთ, მაგრამ ხუმრობით: – ვიცით, ჩვენი პრეზიდენტის, ქალბატონი სალომეს კავშირები საფრანგეთის ლიდერებთან და ასე შემდეგ, თუმცა ერთ-ერთი პირველი საფრანგეთის პრეზიდენტი იყო, რომელიც გამოვიდა და თქვა, მინიშნება გააკეთა გეოგრაფიულ კონტექსტსა და იმაზე, რომ უკრაინაში ომია და მსგავსი გადაწყვეტილება ამიტომ უნდა მიიღონ. ორივე განცხადება ხომ გუშინ და დღეს იყო?! მაშინ რა ვთქვათ?! დავაბრალოთ, ჩვენც ვიკადროთ, რომ ქალბატონმა სალომემ სათანადოდ არ იმუშავა და საფრანგეთის ლიდერმა ასეთი განცხადება ამიტომ გააკეთა?! ეს ხაზგასმით ხუმრობით, სპეკულაცია რომ არ მოაყოლოს ვინმემ – რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობას“ დაანონსებული აქვს აქცია და პირდაპირ საუბრობენ ხელისუფლების გადატრიალების სურვილზე – რაც ეს რეკომენდაციები გაიცა ევროკავშირის მიერ პირველივე პუნქტს უკვე არღვევენ
შემდეგი სტატიააშშ-ს და ბრიტანეთს თავი ღმერთები ჰგონიათ, რომლებსაც არ აქვთ მოვალეობები -პუტინი