ირაკლი ჩიქოვანი – ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთადერთი ინტერესს წარმოადგენს დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლა და სიტუაციის დაძაბვა ყველა შესაძლო საშუალებით

ირაკლი ჩიქოვანი ,,ნაციონალური მოძრაობის” მიერ არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღეს დაანონსებულ აქციაზე, რომელიც ამომრჩევლებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას ითვალისწინებს, მოქალაქეთა დაპირისპირებისკენ მიმართულ ქმედებად აფასებს და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიის მთავარ მიზანს დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლა და ქვეყანაში ვითარების დაძაბვა წარმოადგენს.

,,ძალადობის და იმ უტიფრობის მასშტაბები, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას აქვს საკუთარი მოქალაქეების მიმართ ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ ეს აბსოლუტურად ყველანაირ ზღვარს სცილდება – ეს არის დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, დანაშაული საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც ესეთ რაღაცას მოვუწოდებ მოქალაქეების კონკრეტულ ჯგუფს, რომ დაუპირისპირდნენ ჩვენივე სახელმწიფოს სხვა მოქალაქეების ჯგუფს – ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის. ეს არ არის პროტესტის ფორმა, რეალურად ყველას კარგად გვესმის ეს არის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინება, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთადერთი ინტერესს წარმოადგენს დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლა, სიტუაციის დაძაბვა ყველა შესაძლო საშუალებით და ამის მიზანი არის ერთადერთი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება სხვა მიზანი ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს, მათთვის დემოკრატიული პროცესი და დემოკრატიული პროცესის მთავარი გამოვლინება არჩევნები არაფერს წარმოადგენს. ქართულმა საზოგადოებამ არაერთხელ უარი უთხრა ნაციონალურ მოძრაობას, ეს ამ არჩევნებმაც ნათლად დაგვანახა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას” უარი უთხრა ქართულმა საზოგადოებამ“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ნიკა მელიას განცხადება სამარცხვინოა