მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე

ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის ვაჭრობის, ადამიანების მიმოსვლის საკითხებზე, უამრავი ჰუმანიტარული საკითხია, რადგან მეზობლებთან ყველა შემთხვევაში გვჭირდება ურთიერთობები – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„ზუსტად ასე ეუბნებიან აზერბაიჯანელებს, რომ ჯერ ადრეა ლტოლვილების შეყვანა, დაარჭვეს რუსული დროშები აზერბაიჯანის მიერ აღებული ადმინისტრაციული შენობების უმეტესობაში და რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი უკვე ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას, რაც სრულიად გასაგებია, რადგან სახლში შემოუშვეს დათვი, თავის ტერიტორიაზე დააკანონეს რუსული სამხედრო ბაზა. ამ პირობებში, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი თემა, რაც შეიძლება განსახილველი იყოს პომპეოსთან და შეთავაზება რომ ყოფილიყო სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მხოლოდ რჩევის მოცემა შემიძლია, სხვადასახვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს მომავალი, სულ ახლო მომავალში კოალიციური მთავრობა და მათ უნდა უთხრან, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, სადაც ოფიციალურად არ არიან რუსი სამხედროები.

ოკუპირებული ნაწილი არავის მიერ არ არის აღიარებული და ისინი უკანონოდ არიან, შეჭრილები არიან ფაქტობრივად. ამერიკას აქვს პრობლემები თურქეთში, სამხედრო საჰაერო ბაზასთან, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ სენაკი, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ვაზიანი, მუდმივმოქმედი ამერიკული ბაზა გაკეთდეს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი. ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის ვაჭრობის საკითხებზე, ადამიანების მიმოსვლის საკითხებზე, უამრავი ჰუმანიტარული საკითხია, იმიტომ რომ მეზობლებთან ყველა შემთხვევაში, ყველანაირ მეზობელთან ჩვენ გვჭირდება ურთიერთობები და დიალოგის წარმოება, მაგრამ საქართველოს უსაფრთხოებისთვის ფუნადმენტური საკითხი, ასევე და განსაკუთრებით, ამერიკის ყოფნა ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი – ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთადერთი ინტერესს წარმოადგენს დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლა და სიტუაციის დაძაბვა ყველა შესაძლო საშუალებით