კახა კალაძე: ნიკა მელიას განცხადება სამარცხვინოა

კონკრეტული კრიმინალის, უცხო ქვეყნის მოქალაქის პოლიტიკური ავანტიურისტის პარტიის უუფლებო წევრი, რომელიც აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებებს არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას, სადაც მან გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის შტაბის დაწვაში ე.წ. კანონიერი ქურდები დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათ კავშირი აქვთ კახა კალაძესა და ლევან კობიაშვილთან.

„საერთოდ არ ვუპასუხებდი ამ განცხადებას, რომ არა არჩევნების მეორე ტური. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა ჩემს პატივისცემას გლდანელების მიმართ. განცხადებას რაც შეეხება, სამარცხვინოს ვუწოდებდი. კონკრეტული კრიმინალის, უცხო ქვეყნის მოქალაქის პოლიტიკური ავანტიურისტის პარტიის უუფლებო წევრი, რომელიც აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებებს, არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი – ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთადერთი ინტერესს წარმოადგენს დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლა და სიტუაციის დაძაბვა ყველა შესაძლო საშუალებით
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია 12 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე – ბავშვის მდგომარეობა პირველი დღიდან საყურადღებო იყო