ინტერპოლმა ხადარკოვსკის ძებნაზე რუსეთს უარი განუცხადა

რუსეთმა ყირიმი შესაძლებელია ჰონკონგის მოდელით დააბრუნოს

ინტერპოლმა რუსეთის თხოვნას, იუკოსის ყოფილ შეფზე, მიხეილ ხადარკოვსკიზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს, უარი განაცხადა – ამის შესახებ ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ლიონში განაცხადეს.
ხადარკოვსკიზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ მოთხოვნა ინტერპოლის მოსკოვში მდებარე ცენტრალურმა ბიურომ გააკეთა და მონაწილე-ქვეყნებს დაუგზავნა.

“მოთხოვნის განხილვის შემდეგ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ დაადგინა, რომ ის ორგანიზაციის წესებს არ შეესაბამება. ამის შესახებ მოსკოვის ოფისი ინფორმირებული იყო, რომ ინტერპოლს არ შეუძლია აღნიშნულ საქმეში ჩართული იყოს” – ნათქვამის ინტერპოლის განცხადებაში.

შეკითხვაზე, თუ რა ნიშნით იქნა ნათქვამი უარი რუსეთის მოთხოვნაზე, შტაბ-ბინამ წესდების მესამე მუხლი მოიყვანა, სადაც წერია, რომ “კატეგორიულად იკრძალება პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური და რასობრივი ხასიათის მოქმედებები”.

banner
წინა სტატიაშივენეციის კომისიის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით პარლამენტს ეწვევა
შემდეგი სტატია“ბიბისის” კვლევა: “ფეისბუქზე” პედოფილების ჯგუფებია