“ბიბისის” კვლევა: “ფეისბუქზე” პედოფილების ჯგუფებია

პედოფილები დახურულ ჯგუფებს იყენებენ “ფეისბუქზე” პუბლიკაციებისა და ბავშვთა ფოტოგრაფიის გასაცვლელად – გამოირკვა გამოძიების პროცესში, რომელიც “ბიბისიმ” ჩაატარა.
სოციალური ქსელის მართვა შესაძლებელია ისე, რომ ჯგუფებს მომხმარებელთა უმეტესობა ვერ ხედავს – მისი არსებობის შესახებ მხოლოდ მისმა წევრებმა იციან.
ინგლისში ბავშვთა საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა ენნ ლონგფილდმა განაცხადა, რომ “ფეისბუქი” ვერ ატარებს საჭირო მონიტორინგს ჯგუფებთან დაკავშირებით, რაც აღნიშნულ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ სოციალური ქსელი ბავშვთა უფლებებზე არ ზრუნავს.
“ფეისბუქის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა “ბიბისისთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქსელი ყველა აუცილებელ სამუშაოს ატარებს იმისათვის, რომ აღნიშნული საკითხი შეისწავლოს და მოაგვაროს.

banner
წინა სტატიაშიინტერპოლმა ხადარკოვსკის ძებნაზე რუსეთს უარი განუცხადა
შემდეგი სტატიაესპანელი სამსახურში 6 წელი გამოუცხადებლობის გამო 30 ათასი დოლარით დააჯარიმეს