ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას მოუწოდებს სპეციალისტების რეკომენდაციები გაითვალისწინონ და არ მოდუნდნენ

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას მოუწოდებს სპეციალისტების რეკომენდაციები გაითვალისწინონ და არ მოდუნდნენ. მისი თქმით, საქართველომ კორონავირუსთან მნიშვნველოვანი ბრძოლა მოიგო, თუმცა ომი ჯერ არ დასრულებულა.

„კორონავირუსული ინფექცია არსად წასულა, ის ჩვენ გვერდით არის. გავითვალისწინოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები, როგორიცაა პირბადეების გამოყენება დახურულ სივრცეში, ჰიგიენური ნორმების დაცვა და სოციალური დისტანცირება. მართალია, კორონავირუსულ ინფექციასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ მთავარი ომი ჯერ არ დასრულებულა და საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს“, – ამბობს გოგინავა.

banner
წინა სტატიაშიმინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შეიჭრა
შემდეგი სტატიაშსს-ს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისს განაახლებს