შსს-ს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისს განაახლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დღეიდან საქართველოს მასშტაბით „კოვიდ-19“-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, 31 მაისიდან მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ელექტრონული ჯავშანი.

„მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს“, – აცხადებენ უწყებაში.

სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილზე სერვისების მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ.

banner
წინა სტატიაშიინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას მოუწოდებს სპეციალისტების რეკომენდაციები გაითვალისწინონ და არ მოდუნდნენ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა