ჩინეთში სკოლის დირექტორი დაითხოვეს, რომელიც კრიპტოვალუტის მეინინგს ეწეოდა

ჩინეთის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, ლეი ხუა, სამსახურიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ სკოლის ელექტროენერგიის ხარჯზე კრიპლოვალურის მეინინგს ეწეოდა. ხუნანის სკოლის პროვინციის მასწავლებლებმა სკოლაში უცნაური ხმაურის წყაროს ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ კრიპტოვალუტა Ethereum-ის მეინინგი მიმდინარეობდა, რაც სკოლიდან 2 ათასი დოლარის ელექტროენერგიას მოიხმარდა. დირექტორი გასული წლიდან ამ დრომდე სკოლაში რვა მეინინგის მანქანას ამუშავებდა –  წერს “ბიბისი”.

ადგილობრივი მთავრობა ყოფილ დირექტორს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაბრუნებას სთხოვს.

banner
წინა სტატიაშიმელბურნში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაპატარა აფხაზმა მოდელმა მოსკოვში სილამაზის კონკურსზე გაიმარჯვა