მელბურნში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა

მელბურნის საავადმყოფოში გარდაიცვალა ეჭვმიტანილი, რომელმაც ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა და სამი გამვლელი დანით დაჭრა, მათგან ერთი გარდაიცვალა. ავსტრალიის მთავრობა ინციდენტს განიხილავს როგორც ტერაქტის მცდელობას. სამართალდამცველების თქმით, მამაკაცი შეეცადა პოლიციელებს დასხმოდა თავს. მათ ცეცხლი გახსნეს, თავდამსხმელი დაიჭრა და საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. მისი სახელი, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. იტყობინებიან, რომ ის 31 წლის იყო. პოლიციამ განაცხადა, რომ შესაძლო თანამზრახველებს არ ეძებს –  წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშისტრიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი დააკავეს
შემდეგი სტატიაჩინეთში სკოლის დირექტორი დაითხოვეს, რომელიც კრიპტოვალუტის მეინინგს ეწეოდა