ინდონეზიაში ცუნამის დროს გარდაცვლილებს ერთად დაასაფლავებენ

ინდონეზიაში მიწისძვრის და ცუნამის დროს გარდაცვლილი ადამიანების მასობრივი დასაფლავება დაიწყეს – The Independent-ი წერს. ძმათა სასაფლაო კუნძულ სულავესის ქალაქ პალუში იქნება, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ორმოში, რომელის ზომა 10 მეტრია 100 მეტრთან, 545 ადამიანი ჩაასვენეს. აღსანიშნავის, რომ ცხედრებს ფოტოებს უღებენ, რომ მოგვიანებით ოჯახებმა შეძლონ სასაფლაოზე მისვლა.
ამ ფორმით დასაფლავება ორი მიზეზით გადაწყვიტეს – ეპიდემიის საშიშროების გამო და რელიგიური მოსაზრებით.

7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა ინდონეზიაში 27 სექტემბერს მოხდა, რასაც დამანგრეველი ცუნამი მოყვა. წინასწარი მონაცემებით, 1000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. პროდუქტების უკმარისობის გამო ხალხმა მაღაზიების გაძარცვა დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიპატივს ვცემ ზაზა სარალიძის გარდაცვლილი შვილის ხსოვნას და ასევე ჩემი ძმის ხსოვნას
შემდეგი სტატიასკრიპალების საქმის ფიგურანტი უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ქვეყნის დატოვებაში დაეხმარა