ინდოეთი რუსეთისგან 5 მილიარდის С-400-ებს იყიდის

რუსული С-400 “ტრიუმფის” მიწოდების შესახებ კონტრაქტს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ინდოეთში ვიზიტისას მოეწერა ხელი. ამერიკული სანქციების გამო შეთანხმების ჩაშლის საშიშროება იყო.
ინდოეთი მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსული სარაკეტო კომპლექსი იყიდა. 2014 წელს ამ სისტემის ოთხი დივიზიონი ჩინეთმა იყიდა, 2017 წელს კი – 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების С-400 თურქეთმა – “ბიბისი” წერს.

ინდოეთსა და რუსეთს შორის 5,5 მილიარდი დოლარის С-400-ის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებას ხელი, ჯერ კიდევ ორი წლის წინ მოეწერა, თუმცა, აშშ-ში მიღებული კანონის CAATSA გამო, კონტრაქტი ვერ ფორმდებოდა – კანონში საუბარია იმაზე, რომ ამერიკა რუსული შეიარაღების მყიდველების წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 21 სექტემბერს ჩინეთის წინააღმდეგ, რუსული გამანადგურებლების ყიდვის გამო სანქცია შემოიღო. სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ინდოეთის მინისტრთა კაბინეტმა რუსული შეიარაღების ყიდვის შესახებ თანხმობა განაცხადა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინდოეთმა აშშ-სგან დაპირება მიიღო რომ ის მის წინააღმდეგ სანქციებს არ გამოიყენებს – ექსპერტები ამბობენ.

banner
წინა სტატიაშინობელის პრემია მშვიდობის დარგში კონგოელ გინეკოლოგს და ისლამისტების ყოფილ მძევალს მიანიჭეს
შემდეგი სტატიაოლეგ სენცოვი აიძულეს შიმშილობა შეეწყვიტა