ოლეგ სენცოვი აიძულეს შიმშილობა შეეწყვიტა

უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც რუსეთის ციხეში 20 წლიან სასჯელს იხდის, აიძულეს შიმშილობა შეეწყვიტა – მისი განცხადება “ნოვაია გაზეტას” ადვოკატმა მიაწოდა. სენცოვის მტკიცებით, ეს მისი სურვილი არ ყოფილა და ის ჭამას 6 ოქტომბრიდან დაიწყებს. “ჩემი ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე, შინაგან ორგანოებში დაწყებული პათოლოგიური ცვლილებების გამო, უახლოეს დღეებში დაგეგმილია იძულებითი კვება. ამასთან დაკავშირებით ჩემს აზრს არ ითვალისწინებენ” – წერს განცხადებაში ოლეგ სენცოვი. ის, რომ რეჟისორმა შიმშილობა შეწყვიტა, სასჯელსაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილემ დღეს განუცხადა რუსულ მედიას – “ქვეყნის საუკეთესო დიეტოლოგები შეიმუშავებენ მისთვის სპეციალურ დიეტას” – განაცხადა მან – “ბიბისი” წერს.
ოლეგ სენცოვი 145 დღე შიმშილობდა. ის სასჯელს ყირიმში ტერაქტების მოწყობის მცდელობის გამო იხდის. ყირიმელი რეჟისორი სასჯელს რუსეთის კოლონიაში იხდის.

banner
წინა სტატიაშიინდოეთი რუსეთისგან 5 მილიარდის С-400-ებს იყიდის
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ოთარ ფირცხალაძე თანამედროვე ჯაბა იოსელიანია