იმუნიზაცია წალენჯიხაში- ვაქცინაციის პროცესი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რაიონული საავადმყოფოს, კლინიკა ევექსის ბაზაზე, ვაქცინაციის პროცესი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.
,,სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ მოქალაქეები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.

ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს ესწრებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია.

“ვაქცინაცია დაამარცხებს პანდემიას”. გავიკეთოთ ვაქცინა, რათა დავიცვათ საკუთარი თავი და გარშემო მყოფები.

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი – 144-3.

ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ერთ-ერთი ბიზნესმენის 3 სართულიანი სახლი იწვის
შემდეგი სტატიაიონათამიშვილი: სანქციების ინტერესი საქართველოსადმი მხოლოდ რუსეთსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ