იონათამიშვილი: სანქციების ინტერესი საქართველოსადმი მხოლოდ რუსეთსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ

რატი იონათამიშვილის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას გამოეხმაურა. უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესება მხოლოდ რუსეთისა და „ნაცმოძრაობის“ ინტერესებშია.

„სინამდვილეში სანქციების ინტერესი საქართველოსადმი მხოლოდ რუსეთსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ. ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი ხელისუფლების საერთო მიზანი არის თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ყოველდღიურ ბრიფინგზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ნედ პრაისის თქმით, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ მკაცრად უნდა დაგმოს ძალადობა და 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები ზედმიწევნით უნდა იყოს გამოძიებული.

banner
წინა სტატიაშიიმუნიზაცია წალენჯიხაში- ვაქცინაციის პროცესი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაოთხი ტელეკომპანია 24-საათიანი ბოიკოტის რეჟიმშია