ზუგდიდში ერთ-ერთი ბიზნესმენის 3 სართულიანი სახლი იწვის

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში მცხოვრები ბიზნესმენის – ელგუჯა გურიელის სახლში ხანძარი, ჯერჯერობით, დაუდგენელი მიზეზით გაჩნდა.

ვარაუდობენ რომ, მიზეზი შესაძლოა ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

დამწვარია 3 სართულიან სახლში რამდენიმე ოთახი. ხანძრის ქრობის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციებზე პრაქტიკულად არ უსაუბრიათ, წინასწარ საუბრისგან თავი შეიკავეს”
შემდეგი სტატიაიმუნიზაცია წალენჯიხაში- ვაქცინაციის პროცესი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს