იერუსალიმში პოლიციასთან შეტაკებისას ათობით პალესტინელი დაშავდა

თითქმის ასი პალესტინელი დაიჭრა ისრაელის პოლიციასთან შეტაკებისას ძველი ქალაქის კედლებთან – 23 აპრილს გერმანულმა მედიამ ადგილობრივ ექიმებზე დაყრდნობით გაავრცელა. რამადანის თვეს მსგავსი მასშტაბის ინციდენტი არ მომხდარა – აღნიშნავს “დოიჩე ველე”.

პალესტინური ორგანიზაცია “წითელი ნახევარმთავარის” ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება 105 პირს აღმოუჩინეს, მათგან 20 საავადმყოფოში გადაიყვანეს, ისრაელის პოლიციის მიერ გავრცელებლი ცნობით, შეტაკებისას 20 პირი დაშავდა, სამი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სააგენტო AP-ის ინფორმაციით, დამასკოს კარიბჭესთან, რომელიც თავშეყრის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია, მიმდინარე კვირას ბარიკადები აღმართეს. პროტესტანტების მტკიცებით, სამართადამცველებმა მათ რამადანთან დაკავშირებით ტრადიციული შეკრების უფლება არ მისცეს. პოლიციის ვერსიით, შეკრებილებმა მათ ქვები და ბოთლები დაუშინეს.

კამავე დროს კარიბჭესთან ებრაულმა ულტრამემარჯვენე ორგანიზაციამ “ლეხავა” დემონსტრაცია ჩაატარა, რომლის მონაწილეები სკანდირებდნენ “არაბებო – წადით!”

banner
წინა სტატიაშირა მედიკამენტი მიიღო გარდაცვლილმა ექთანმა ვაქცინაციამდე – სამართალდამცავებმა აფთიაქები შეამოწმეს
შემდეგი სტატიანარმანია – დარწმუნებული ვარ, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული