იდლიბში გარდაცვლილთა ცხედრების გაკვეთის შედეგად დადასტურდა, რომ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული

სირიის პროვინცია იდლიბში გარდაცვლილთა ცხედრების გაკვეთის შედეგად დადასტურდა, რომ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული – თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა გაავრცელა. “ცხედრების გაკვეთამ დაადასტურა, რომ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული” – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სამშაბათს მოხდა. ათობით ადამიანი გაიგუდა გაზისგან და ათობით დაშავებული კი მეზობელ თურქეთში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამი ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარზე დასავლეთი სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებს. ბაშარ ასადი გაზის გამოყენებას უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტმა უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მიცემას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის პირველივე გადაცემამ უმაღლესი ადგილი დაიკავა მთელი დღის საეთერო რეიტინგებში