თინა ბოკუჩავა- ნუ დაუპირისპირდებით საკუთარ შვილებს, მათ ევროპულ მომავალს

„კიდევ ერთხელ ვთხოვ, მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც იძულებითი წესით დღეს მოჰყავთ რუსულ მარშზე ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს – ნუ დაუპირისპირდებით საკუთარ შვილებს, მათ ევროპულ მომავალს. ხვალ აღარ იქნება ივანიშვილი ხელისუფლებაში, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ.“ – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, ხელისუფლების მიერ დაორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით

„მე რამდენადაც ვიცი, ორგანიზებული არ არის. შესაძლოა ადამიანები შეიკრიბონ, იმიტომ რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავდით, თუ როგორ იკრიბებოდნენ ადამიანები თბილისის ქუჩებში, რადგან საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რუსული კანონის მიღება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვთხოვ, მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც იძულებითი წესით დღეს მოჰყავთ რუსულ მარშზე ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს, ნუ შეეწინააღმდეგებით, ნუ დაუპირისპირდებით საკუთარ შვილებს, მათ ევროპულ მომავალს. ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ ყველას ერთად. ხვალ აღარ იქნება ივანიშვილი ხელისუფლებაში, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ.
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა აქედან ამოვა, როდესაც დღეს მიიღებს თუნდაც მძიმე გადაწყვეტილებას, იმასთან დაკავშირებით, რომ შეუერთდეს თუ არა ძალდატანებით ივანიშვილის პარტიის მიერ მოწყობილ რუსულ მარშს.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაშიდღეს ვერც ერთ კითხვას ვერ დასვამთ, ან რუსულობას რომ ამტკიცებდეს ისეთს, ან რომ ამტკიცებდეს იმას, რომ არ ვარგა და ცუდია – მდინარაძე ოპოზიციას
შემდეგი სტატიაარ დავუშვებთ, რომ ჩვენმა შვილებმა რუსეთის გუბერნიაში გაიღვიძონ – ხაზარაძე ბიზნეს სექტორს