მიხეილ სააკაშვილის პირველივე გადაცემამ უმაღლესი ადგილი დაიკავა მთელი დღის საეთერო რეიტინგებში

,ჩემი პროგრამის ,,სხვა უკრაინა” მიზანია ცხოვრების იმ მხარეების წარმოჩენა, რომელთაც, როგორც წესი, ჩქმალავს ოლიგარქიული მედია, ასევე ახალი პოლიტიკოსების პოვნა, და მათთვის ტრიბუნის დათმობა, რათა ხალხი მათაც ხედავდეს მოყირჭებულ მოლაპარაკე თავებთან ერთად. ამიტომ მინდა, არა მხოლოდ ჩვენ ვეძებდეთ მათ, არამედ ისინიც გვეძებდნენ და გვპოულობდნენ, რათა ერთად შევძლოთ რაღაც ახლისა და ღირებულის შექმნა” – ასე დაიწყო საქართველოს ექსპრეზიდენტმა და უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავისი პირველი გადაცემა პროგრამიდან ,,სხვა უკრაინა” , რომელიც რეგულარულად გავა უკრაინული ტელეარხის «Zik» – ის ეთერში.
მისმა პირველივე გადაცემამ უმაღლესი ადგილი დაიკავა მთელი დღის საეთერო რეიტინგებში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მთელი უკრაინა ამ არხზე გადაერთო.

მიხეილ სააკაშვილმა ინფორმაცია თავისი საავტორო ტელეპროგრამის შექმნის შესახებ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, მაგრამ უფრო კონკრეტულად მასზე ეთერში გასვლის წინა დღეს ილაპარაკა:

,,ოთხშაბათს , 5 აპრილს ეთერში გადის ჩემი პროგრამა ,,სხვა უკრაინა”. ამთავითვე უნდა აღვნიშნო, რომ არ ვაპირებ და, თუნდაც ამის სურვილი მქონდეს, ვერც შევძლებ გავხდე ჟურნალისტი, და მე არ ვითამაშებ ნეიტრალიტეტს და მიუკერძოებლობას. მე მაქვს მკაფიო პოლიტიკური პოზიცია, და მინდა მივიტანო იგი ზოგადეროვნულ აუდიტორიამდე.

მთავარი, რაც მინდა მას ვუთხრა, ეს არის მილიონობით უკრაინელის პრობლემა და ხმა, რომელიც არც ერთ არხზე არ ისმის. მე ბევრს დავდივარ უკრაინაში და ზუსტად ვიცი, რომ არსებობს ორი უკრაინა: ერთი – ოლიგარქებთან შეზრდილი დამყაყებული პოლიტიკური კლასის თვითკმაყოფილი კამპანია რომელიც თავისი მედიითურთ ცდილობს შეინარჩუნოს ბოლო 25 წლის მანძილზე მანძილზე ჩამოყალიბებული თავისი სტატუს- კვო, და მეორე უკრაინა, ძალიან ნიჭიერი, ძალიან საინტერესო, მაგრამ სავსებით სამართლიანად უკმაყოფილო. მეორე უკრაინას არა აქვს არც ფული, არც მედია, მაგრამ სამაგიეროდ იგი აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენს და აუცილებლად მოახდენს გარღვევას.

მე დასაწყისშივე ვთქვი უარი მიმეღო პირველ უკრაინაში გაბატონებული თამაშის წესები და გადავედი მეორე უკრაინაში, სადაც თავს შინ ვგრძნობ, ჩემიანებში, მაგრამ აქ მეც, ისევე როგორც ყველა სხვა, ძალიან უკმაყოფილო ვარ და მინდა ყველაფერი შევცვალო. ტელევიზია, სადაც აქამდე კარს მიხურავდნენ და ლამის არც კი მიშვებდნენ – ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ამიტომ გავდივარ ტელეარხ «Zik» -ის ეთერში. პირველი გადაცემა გადის ჩანაწერის სახით, მაგრამ შემდგომში გადაცემებს პირდაპირ ეთერში ვგეგმავთ’’ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეპროგრამის ანონსში.

და აი, პროგრამის საცდელი გადაცემა უკვე გავიდა ეთერში და დიდი წარმატებითაც. უკრაინელი მედიაექსპერტები და რიგითი მაყურებლები აანალიზებენ, თუ რამ განაპირობა ესოდენ დიდი ინტერესი მიხეილ სააკაშვილის ტელეპროგრამისადმი და იქვე პასუხობენ, რონმ მისმა პოლიტიკურმა პროგრამამ და ხედვამ.

აანალიზებენ ამ წარმატებას საქართველოშიც.
,,წაართმევ შესაძლებლობას იყოს გადაცემის სტუმარი? მაინც არ დანებდება,თავად გახდება რეიტინგული გადაცემის წამყვანი და იქიდან ამხელს პუტინს .
ამ შემთხვევასაც ოსტატურად გამოიყენებს სამშობლოს პოპულარიზაციისთვის.მისთვის არ არსებობს დაუძლეველი წინაღობა,დასახული მიზნისკენ მიდის და მტკიცედ სჯერა ,რომ გაიმარჯვებს.
ეს არის მებრძოლი ლიდერის თვისება.
სანამ აქ მისი ოპონენტები პროცენტებს იზომავენ,საკუთარი ქვეყანაში დევნილმა, მთელი დღის საეთერო რეიტინგი აართვა 50 მილიონიან ქვეყანს.
ამას ნიჭი ქვია, ბატონებო.თქვენ თუ გნებავთ,გიჟი დაუძახეთ 🙂 ასეთი “გიჟები” ცვლიან სამყაროს ” – ასე ეხმაურება პოლიტიკოსი ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილის პირველ გადაცემას ,,სხვა უკრაინა”

banner
წინა სტატიაშიიდლიბში გარდაცვლილთა ცხედრების გაკვეთის შედეგად დადასტურდა, რომ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული
შემდეგი სტატიაგურამ რჩეულიშვილმა გლდანის ციხე დატოვა