იაპონიაში პუტინთან მოლაპარაკებით კმაყოფილები არიან

იაპონიაში პუტინთან მოლაპარაკებით კმაყოფილები არიან – ამის შესახებ იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა იოსიხიდე სუგამ თქვა. “სამუშაო ვახშამის ჩათვლით, მოლაპარაკებები 3 საათი და 10 წუთი გაგრძელდა და ის დროითაც და შინაარსითაც გაჯერებული იყო. ორი ქვეყნის ლიდერს შორის დიალოგი ღია და შედეგიანი იყო” – განაცხადა მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და იაპონიის პრემიერმა სინძო აბემ გუშინ მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე კურილიის საკითხი განიხილეს, კერძოდ, როგორ წარმართონ ერთობლივი საქმიანობა კურილიაში. პროექტების ჩამონათვალი უახლოეს მომავალში შედგება, ზაფხულში კი კუნძულზე იაპონელი ჩინოვნიკები და ბიზნესმენები ჩაფრინდებიან.

banner
წინა სტატიაშიუკანასკნელი 13 წლის მანძილზე მსოფლიოში მედიის თავისუფლება ყველაზე დაბალ დონეზეა
შემდეგი სტატიამაკრონმა ევროკავშირს მოუწოდა პოლონეთს სანქციები დაუწესოს