უკანასკნელი 13 წლის მანძილზე მსოფლიოში მედიის თავისუფლება ყველაზე დაბალ დონეზეა

Freedom House-მა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი უფლებადამცველი ორგანიზაციაა, ყოველწლიური მოხსენება გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მედიის თავისუფლებას ეხება. დოკუმენტში შეფასებულია სრული 2016 წელი და მიმდინარე წლის პირველი თვეები. უკანასკნელი 13 წლის მანძილზე მსოფლიოში მედიის თავისუფლება ყველაზე დაბალ დონეზეა – ასკვნის Freedom House.

Freedom House-ის კლასიფიკაციით, დღეისათვის დედამიწის მხოლოდ 13% აქვს თავისუფალ მედიამდე წვდომა, კერძოდ, კი, “არიან ისეთ სიტუაციაში, როცა მასმედია პოლიტიკური სიახლეებს სრულიად აშუქებს, ჟურნალისტების უსაფრთხოება გარანტირებულია, სახელმწიფოს მიერ მედიაში ჩარევა მინიმალურია, მედია კი არ იმყოფება იურიდიული ან ეკონომიკური გავლენის ქვეშ”.
მსოფლიო მოსახელობის 42%-ის მედია ნაწილობრივ თავისუფალია, 45% კი ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც თავისუფალი მედია არ არსებობს.

Freedom House-მა სულ 199 ქვეყნის მდგომარეობა შეისწავლა.
მსოფლიოში თავისუფალი მედიის კუთხით ყველაზე ცუდი მდგომარეობაა აზერბაიჯანში, ირანში, ყირიმში, კუბაში, ჩრდილოეთ კორეაში, სირიაში, თურქმენეთში, უზბეკეთში, გვინეაში და ერიტრიაში.
100 ბალიან სისტემაში პოლონეთი შეფასებულია 6 ქულით, თურქეთი – 5 ქულით, უნგრეთი – 4 ქულით, სერბეთი – 4 ქულით.
აღნიშნულ კვლევაში საქართველოს 50 ქულით ნაწილობრივ თავისუფალი მედიის რეიტინგი აქვს.

მოხსენება სრულად შეგიძლიათ აქ ნახოთ: https://freedomhouse.org/report/freedom-press/freedom-press-2017

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ავარიის შედეგად ბავშვები დაშავდნენ
შემდეგი სტატიაიაპონიაში პუტინთან მოლაპარაკებით კმაყოფილები არიან