მაკრონმა ევროკავშირს მოუწოდა პოლონეთს სანქციები დაუწესოს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირს მოუწოდა პოლონეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღონ – დღეს Reuters-ი ავრცელებს. “მინდა წესების უგულებელყოფისთვის სანქციები წესდებოდეს. ევროკავშირის ხელშეკრულება ამას ითვალისწინებს” – პოლიტიკოსს სააგენტო ციტირებს. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა კომპანია Whirlpool-ის საფრანგეთიდან პოლონეთში გადატანის გამო უკმაყოფილება გამოთქვა, რომლიც თავის დროზე პოლონეთში არსებული დაბალი გადასახადების გამო იქნა გადაწყვეტილი. ვარშავაში მაკრონის გამოსვლას მკვეთრი რეაქციები მოყვა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კონრად შიმანსკიმ ფრანგი პოლიტიკოსის გამოსვლას “წმინდა წყლის პოპულიზმი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიიაპონიაში პუტინთან მოლაპარაკებით კმაყოფილები არიან
შემდეგი სტატიაუკრაინის პრემიერის თქმით, ქვეყანა “ევროვზია-2017”-ის მისაღებად სრულ მზადყოფნაშია