იაპონიამ 2015 წელს მხოლოდ 27 ლტოლვილი მიიღო

news
ავტ.: news იანვარი 23, 2016 14:46

იაპონიამ 2015 წელს მხოლოდ 27 ლტოლვილი მიიღო

ადგილობრივი ჩინოვნიკების თქმით, იაპონიამ გასულ წელს თავშესაფრის მიღების ყველა თხოვნაზე უარი განაცხადა და მხოლოდ 27 ლტოლვილი დააკმაყოფილა.
იუსტიციის სამინისტროს თქმით, მათ 7586 განცხადება მიიღეს უცხო ქვეყნების მოქაალქეებისგან, ეს ნიშნავს იმას, რომ მათგან 99%-ს უარი ეთქვა.
განმცხადებლებს შორის სირიიდან მხოლოდ 5 ადამიანი იყო (დარჩენის უფლება მხოლოდ 3-ს მისცეს).
2014 წელს იაპონიამ თავშესაფრის მიცემის შესახებ 5 ათასი განცხადება მიიღო და აქედან მხოლოდ 11 დააკმაყოფილა.

უფლებადამცველები უკვე წლებია იაპონიის მკაცრ საემიგრაციო პრობლემებზე ლაპარაკობენ.
გაეროს ლტოლვილთა საქმეების სააგენტოს მონაცემებით, იაპონიაში სულ 2419 ლტოლვილი ცხოვრობს, აშშ-ში 267 ათასი, თურქეთში 1,8 მილიონი. ევროპაში 2015 წლის დასაწყისიდან დაახლოებით მილიონი მიგრანტი შევიდა, მათ შორის ბევრი სირიიდან არის.

news
ავტ.: news იანვარი 23, 2016 14:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,068
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics