“მას არავითარი ბიზნესი არ აქვს” – ეკა ბესელია პროკურორზე თავდასხმის საქმეზე

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იმედოვნებს, რომ პროკურორ ალექსანდრე გოგუაძის თავდასხმის საქმეს საგამოძიებო უწყება უახლოეს პერიოდში გახსნის.
“ფოთის პროკურორზე თავდასხმა სახიფათო და მძიმე დანაშაულია. ეს უდავოდ ნიშნავს იმას, რომ ეს არ იყო მხოლოდ პერსონალური შეტევა. დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა მთელი ძალების მობილიზებით ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს დანაშაული გახსნას “- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება დანაშაულის მორტივს, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მიიჩნევს რომ კონკრეტული მოტივი გამოძიებამ უნდა დაასახელოს.
“მას არავითარი ბიზნესი არ აქვს. პროკურორს ბევრი პრინციპული და მნიშვნელოვანი საქმე აქვს გამოძიებული და გახსნილი. დარწმუნებული ვარ, მთავარ კითხვას, ვინ ჩაიდინა და რატომ მოხდა დანაშაული, მოკლე დროში გაეცემა პასუხი”, – განაცხადა ბესელიამ.

14 იანვარს ქალაქის ცენტრში უცნობი შეიარაღებულმა პირებმა ალექსანდრე გოგუაძის ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. გოგუაძე საკუთარი ჰიუნდაის მარკის ჯიპით გადაადგილდებოდა, თვითმხილველის თქმით, სროლა სწორედ სასაფლაოს მხრიდან განხორციელდა.
თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ მომხდარზე საქმე 108-ე, მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.

banner
წინა სტატიაშიშეჩერებული ბინათმშენებლობის წახალისების პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფოს მოქნილობა გაიზრდება
შემდეგი სტატიაიაპონიამ 2015 წელს მხოლოდ 27 ლტოლვილი მიიღო