Hyundai-ს ტოპ-მენეჯერი თანამშრომლებს მამაკაცებთან დალევას და ცეკვას აიძულებდა

კორეის საავტომობილი კონცერნ Hyundai Motor-ის ტოპ-მენეჯერი სამსახურიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა, რომ ის ქალ-თანამშრომლებს აიძულებდა ალკოჰოლი დაელიათ და ეცეკვათ კოპმანიის მაღალი თანამდებობის მამაკაცებთან – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ენხალი” ავრცელებს.
სკანდალზე ერთმა ქალმა თანამშრომელმა მას შემდეგ თქვა, რაც სამსახურიდან წავიდა.
მისი ინფორმაციით, ტოპ-მენეჯერი თანამშრომელ ქალებს აიძულებდა კონცერნის მამაკაცებთან ერთად კარაოკეზე წასულიყვნენ, დაელიათ, ეცეკვათ და ემღერათ.
სკანდალის შემდეგ პოსტი დატოვა, ასევე ქვეგანყოფილება Hyundai Autoever-ის ხელმძღვანელმა – მან თქვა, რომ თვითონ არის მომხდარზე მორალური პასუხისმგებლობელი.

კომპანიამ შიდა გამოძიება დაიწყო. Hyundai-მ პირობა დადო, რომ ყველა დარღვევას გამოიძიებს. Reuters-ის ინფორმაციით, 2017 წელს კორპორაციის 298 ტოპ-მენეჯერიდან მხოლოდ სამი იყო ქალი.

banner
წინა სტატიაშიკალიფორნიაში ,,იუთუბის,, შტაბ-ბინაში სროლებია (ვიდეო)
შემდეგი სტატიაევროპაში 15000 ავიარეისი შეაჩერეს