ევროპაში 15000 ავიარეისი შეაჩერეს

3 აპრილს ევროპული საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების  ორგანიზაცია Eurocontrol-ის სისტემის გაუმართაობამ, ევროპაში 29500 ავიარეისიდან, 15000-მდის  გადადება გამოიწვია,- აცხადებს ,,დოიჩე ველე”. წყაროს ინფორმაციით, სისტემაში არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად გარკვეული დროა საჭირო და ის 4 აპრილის დილის საათებში გასწორდება.
როგორც ,,დოიჩე ველე,, აღნიშნავს, აღნიშნულ პრობლემას, განხორციელებული ფრენების უსაფრთხოებაზე გავლენა არ მოუხდენია.

banner
წინა სტატიაშიHyundai-ს ტოპ-მენეჯერი თანამშრომლებს მამაკაცებთან დალევას და ცეკვას აიძულებდა
შემდეგი სტატიაბრიტანელმა ქიმიკოსებმა “ნოვიჩოკის” მწარმოებელი ქვეყანა არ დაასახელეს