,,ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ძალიან შეშფოთებულები ვართ” – პესკოვი სააკაშვილზე საუბრობს

ვლადიმერ პუტინის პრეს სპიკერი დიმიტრი პესკოვი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე პირველ კომენტარს აკეთებს.

სააკაშვილის განცხადების საფუძველზე, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი  ამბობდა, რომ თუკი სასამართლო ФСБ-სთან მის კავშირს დაადასტურებდა , ის უკრაინელ მზვერავებზე გაიცვლებოდა, პუტინი კი მას თვითმფრინავს გამოუგზავნდა პესკოვი პასუხობს
„დიდი მღელვარებით ვაკვირდებით მისი განცხადებების ევოლუციას. რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ძალიან შეშფოთებულები ვართ იმით, რასაც მოვისმინე და ვნახე მისი შესრულებით“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი მიზანია მამაკაცებისა და ქალებისთვის განვითარების და თვითრეალიზების თანაბარი შესაძლებლობების მიღწევა
შემდეგი სტატიასააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უკრაინის გენპროკურატურა საჩივარს შეიტანს სააპელაციო სასამართლოში