Huawei-მ ახალი სმარტფონი Honor 20 წარადგინა

სამშაბათს ჩინურმა კომპანიამ “ჰუავეი”, ლონდონში თავისი ახალი სმარტფონი Honor 20 წარადგინა. Huawei “სამსუნგის” შემდეგ სიდიდით მეორე მწარმოებელია გაყიდული ტელეფონების მხრივ.

ახალ ტელეფონებზე Honor-ის დირექტორმა ჯორჯ ჩჟაომ ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ტელეფონი ახალგაზრდების ბრენდია, ამიტომაც ტელეფონს ფასიც მიმზიდველი ექნებეა – 299 ევრო (დაახლოებით 100 ლარი), ყველაზე ძვირი Honor 20 კი – 599 ევრო ეღირება. “მთელს მსოფლიოში, ჩემს ქვეყანაში, ჩინეთში, ბევრი ელოდებოდა ამ ამბავს” – ჩჟაომ თქვა.

პრეზენტაციამ სკანდალის ფონზე ჩაიარა. გუშინ, 20 მაისს კორპორაცია Google-მა Huawei-ს საკუთარ რესურსებზე წვდომა შეუჩერა მას შემდეგ, რაც აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ მას შავ სიაში შეიყვანს. ეს იმას ნიშნავს, რომ Huawei-ს არ შეეძლება Google-ს სერვისებისა და პროგრამების მიღება, მათ შორის, ვერ გამოიყენებს Google play-ს და ფოსტა Gmail-ს – Reuter-მა გაავრცელა.
Huawei-ს ანდროიდზე წვდომა დარჩება, თუმცა, მხოლოდ იმ ვერსიებზე, რომლებიც ღია წყაროებშია.

აშშ Huawei-ს ჯაშუშობაში სდებს ბრალს. აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრო კომპანიას და მის დაქვემდებარებაში მყოფ 70 განყოფილებას შავ სიაში შეიტანს “მოქმედებისთვის, რომელიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება”. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს უკრძალავს Huawei-ს გამოყენებას.

banner
წინა სტატიაში“ევროვიზიის” ორგანიზატორები ისლანდიის წინააღმდეგ პალესტინის დროშის გამოფენის გამო სანქციებზე ფიქრობენ
შემდეგი სტატიაშსს-მ თბილისში დააკავა პირი, რომელსაც ბინაში მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა ჩაკეტილი და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა