სუპერთანამედროვე ამერიკულმა გამანადგურებელმა F-35 პირველად განიცადა კატასტროფა

ყველაზე თანამედროვე და ყველაზე ძვირადღირებულმა ამერიკულმა გამანადგურებელმა F-35, სამხრეთ კაროლინას შტატში კატასტროფა განიცადა – ამერიკული მედია წერს. თვითმფრინავ F-35B-ს ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. პილოტმა კატაპულტირება შეძლო, მომხდარის შედეგად დაშავებულები არ არიან – ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი – “ბიბისი” წერს.
F-35 მსოფლიო სამხედრო ავიაციაში ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული პროექტია. პროგრამა 30-40 წელზეა გათვლილი და მწარმოებლები საერთაშორისო ბაზარზე 3 000-ზე მეტი თვითმფრინავის გაყიდვას გეგმავენ. თითო თვითმფრინავი, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი ღირს. პირველი თვითმფრინავი 2006 წელს გამოუშვეს. ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნულ პროექტს აკრიტიკებს, როგორც არასათანადოდ ეფექტურს.
ზუსტად კატასტროფის დღეს აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ 141 გამანადგურებლის შესყიდვაზე კონტრაქტი გააფორმა, პენტაგონი თითო თვითმფრინავში 89,2 მილიონ დოლარს გადაიხდის.

banner
წინა სტატიაშიჰოლანდიაში მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს
შემდეგი სტატიააფრიკაში რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში რუსული კვალი გამოჩნდა