HIMARS და სხვა ზუსტი იარაღი ცვლის ომის მიმდინარეობას ჩვენს სასარგებლოდ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინელი დამცველები ყოველდღიურად უფრო უკეთ ურტყამენ მტრის პოზიციებს და ანადგურებენ დამპყრობლების გეგმებს.

„ჩვენი დამცველები ეფექტურად ურტყამენ მტრის პოზიციებს დღითი დღე, ანადგურებენ ოკუპანტების გეგმებს. HIMARS და სხვა ზუსტი იარაღი ცვლის ომის მიმდინარეობას ჩვენს სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმიის ცეცხლსასროლი ძალა მტრისაზე ნაკლებია, ჩვენი სამხედროები კვლავ უფრო ოსტატურად და ზუსტად ურტყამენ“, – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშირუსეთთან შეთანხმებები არ შეიძლება ჩაითვალოს სანდოდ, რადგან „ასეთია რუსეთი“ – მორავეცკი
შემდეგი სტატია“შენი დედა მოვ**ანო”| ანგლიკანური ეკლესიის ლიდერი ამბობს, რომ რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელმა აგინა