“შენი დედა მოვ**ანო”| ანგლიკანური ეკლესიის ლიდერი ამბობს, რომ რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელმა აგინა

ეპისკოპალური ანგლიკანური ეკლესიის ღვთიმსახურების ლიდერი, თომა ლიპარტიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ავთანდილ კვერნაძემ აგინა.

წერილის სრული ტექსტი ასეთია:

რამდენიმე საათის წინ შემოვიდა ზარი უცნობი ნომრიდან. ვპასუხობ და მეუბნება რომ არის ავთანდილ კვერნაძე (რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი) და თურმე ჩემთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სურს სააგენტოს თავჯდომარეს – ზაზა ვაშაყმაძეს. ეს კარგი, მაგრამ განა დროს მითანხმებს, არამედ მეუბნება რომ მიბარებენ მათ ოფისში, პარასკევს, 15:00 საათზე. თანხმობა ან უარი ნათქვამი არ მქონდა, უკვე რომ მიკონკრეტებს რომ თქვენზე საშვი იქნებაო.

რატომ ‘მიბარებს’ ზაზა ვაშაყმაძე? – რამე დავაშავე და დაკითხვაზე მიბარებს თუ ჩემი ეპისკოპოსია და ანგარიში უნდა ჩავაბარო? ეს ყველაფერი იმ წამს გავიფიქრე, საუბრის მომენტში, თუმცა თავმოყვარეობასაც გადავაბიჯე და თანხმობა ვუთხარი. ამავდროულად დავამატე, რომ ჩვენი მღვდელი დღეს ჩამოდის საქართველოში, ჩემს უფლებამოსილებას მისი ზედამხედველობის ქვეშ ვახორციელებ და შესაბამისად პარასკევსაც წამოვიყვან ჩემთან ერთადთქო. ამაზე მპასუხობს რომ “ბატონი ზაზა მხოლოდ თქვენ გიბარებთ და მღვდელი ნახევარი საათით სახლში დატოვეო” (არ მოგესმათ, მღვდელზე მეუბნება რომ შინაური ცხოველივით სახლში დატოვეო). თან ჩვენ თარჯიმანი არ გვყავსო, თუმცა ამაზე ვუთხარი რომ მღვდელს მე გადავუთარგმნიდი საუბარს. კარგიო, ბატონ ზაზას შევუთანხმდებიო.

ახლა კი მირეკავს ისევ და მეუბნება რომ ბატონმა ზაზამ მითხრაო – მამაო სახლში დატოვოსო (არა და ეს მღვდელი ქალია) და თვითონ მოვიდესო. ამის შემდეგ დავიწყე ახსნა თუ რატომ უნდა მახლდეს თან მღვდელი და რომ მათ არ აქვთ უფლება შეუთანხმებლად “დაკითხვებზე” დაგვიბარონ. საუბარი უტაქტოდ და არაერთხელ შემაწყვეტინა, რაზეც მივუთითე რომ მსგავსი რამ უზრდელური საქციელია.

შენ მე ვინ გგონივარო, ამხელა კაცი ვარო, შენი დედა მოვ**ანო და გამითიშა – ასეთი პასუხი გამცა.

შეგახსენებთ რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ შეიქმნა და მისი მიზანია უშუამდგომლოს რელიგიურ ორგანიზაციებსა და მთავრობას, ასევე დაეხმაროს რელიგიურ ორგანიზაციებს სხვადასხვა სამართლებრივ პროცესებში, თუმცა – 5 კათოლიკური ეკლესია ისევ საპატრიარქოსაგანაა მიტაცებული, სომხური ეკლესიები ისევ ნანგრევებადაა ქცეული და კანონიერ მფლობელს არ უბრუნდება, ხოლო ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის უფლება ისევ არ გაცემულა”- წერს ლიპარტელიანი Facebook-ზე

banner
წინა სტატიაშიHIMARS და სხვა ზუსტი იარაღი ცვლის ომის მიმდინარეობას ჩვენს სასარგებლოდ – ზელენსკი
შემდეგი სტატიაწულუკიანი: რა თქმა უნდა, ივანიშვილის წერილი რეზონანსულია, რომელ სპექტრსაც უნდა შევხედოთ პოლიტიკურ პეიზაჟზე