ჰავაიმ მთიანი ყარაბახის დამოუკიდებლობა აღიარა

ამერიკის ჰავაის შტატის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო რეზოლუცია თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარების შესახებ – Massis Post-ი წერს.
„რეზოლუცია საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს აღიარონ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ დემოკრატიულ რესპუბლიკად“ – ნათქვამია დოკუმენტში.
ამდაგვარად, ჰავაი აშშ-ს მეშვიდე შტატი გახდა, რომელმაც მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიარა. ჰავაიმდე იგივე გადაწყვეტილება მიღებული აქვთ როდ-აილენდის, მასაჩუსეცის, ლუიზიანას, მენის, კალიფორნიისა და ჯორჯიის შტატებს – ნათქვამია აშშ-ში სომხეთის საელჩოს „ფეისბუქ“ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შემდეგი სტატიაოლანდის გადაწყვეტილებით ტერორისტებს მოქალაქეობა არ ჩამოერთმევათ