ოლანდის გადაწყვეტილებით ტერორისტებს მოქალაქეობა არ ჩამოერთმევათ

საგანგებო მდგომარეობის შესახებ ახალი მუხლის შემოღების თვალსაზრისით საფრანგეთის კონსტიტუციის გადახედვა არ იგეგმება. ქვეყნის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით ტერორისტებს არც საფრანგეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ. ელისეის სასახლეში გაკეთებულ განცხადებაზე მასალას Le Figaro ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხზე საუბრები ჯერ კიდევ ნოემბრის ტერაქტისთანავე დაიწყო, და ოთხთვიანი საპარლამენტო დებატები მოჰყვა.
ოლანდმა ბრიფინგზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი პალატის დეპუტატები კონსტიტუციაში შესატან ცვლილებების ტექსტზე ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ.

„ეროვნული კრებისა და სენატის თავმჯდომარეებთან დისკუსიის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავასრულო საკონსტიტუციო დებატები“ – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშიჰავაიმ მთიანი ყარაბახის დამოუკიდებლობა აღიარა
შემდეგი სტატიასაკუთარი თავის მკვლელობისთვის მამაკაცმა ქილერს 11 ათასი დოლარი გადაუხადა