ჰაკერებმა გერმანელი პოლიტიკოსების პირადი მონაცემები გამოაქვეყნეს

ჰაკერებმა ასობით გერმანელი პოლიტიკოსის პირადი მონაცემი “ტვიტერში” გამოქვეყნეს, მათ შორის არის კანცლერ ანგელა მერკელის, პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისა და სხვათა პირადი ინფორმაცია. გერმანიის მთავრობამ პარასკევს საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც თქვეს, რომ ანგელა მერკელთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის დამადასტურებელი მასალა, ჯერჯერობით, არა აქვთ.
ვინ გატეხა გერმანელი პოლიტიკოსების გვერდები სოციალურ ქსელებში, ჯერჯერობით, უცნობია. შემთხვევას გერმანიის პოლიცია, კონტრდაზვერვა, დაზვერვა და ინფოტექნოლოგოოს უსაფრთხოების ფედერალური ბიურო იძიებს – გერმანული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაპომპეო ერ-რიადში ჟურნალისტ ხაშოგის მკვლელობის საკითხს ისევ წამოჭრის