ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 297-მდე გაიზარდა

ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 297-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სხვადასხვა უცხოური მედიები ქვეყნის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

BBC-ის ინფორმაციით, უცნობია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან, შემთხვევის შედეგად კი 5 700 ადამიანი დაშავდა.

ჰაიტიზე მიწისძვრა შაბათს, 14 აგვისტოს მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ სენ-ლუი დუ სუდიდან 12 კილომეტრში იყო, სადაც 7.2 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 958 თბილისში, 538 აჭარაში, 319 კი იმერეთში გამოვლინდა
შემდეგი სტატიაჩიხლაძე – დიდი ალბათობით, პარტიის ცნობილი სახეები მერობის კანდიდატებს შორის არ ვიქნებით