ჰაიკო მასმა “დიდ შვიდეულს” მოუწოდა მოსკოვს და პეკინს საკუთარი ერთიანობა აჩვენონ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მასი (Heiko Maas) თვლის, რომ აუცილებელია “დიდი შვიდეულის” ქვეყნებმა საკუთარი ერთიანობა აჩვენონ რუსეთისა და ჩინეთის წინაშე ,-  ამის შესახებ მან მედიაჯგუფ Funke-ს გამოცემებთან განაცხადა, რომელიც დღეს, დიდ ბრიტანეთში G7 სამიტის გახსნის დღეს გამოქვეყნდა. ინფორმაციას “დოიჩე ველე” ავრცელებს.

“თუკი ჩვენ მტკიცედ გამოვიყენებთ მომენტს იმისათვის, რომ შეკრულად და დარწმუნებით ვიმოქმედოთ, ჩვენ შევძლებთ დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ღია ეკონომიკისა და საზოგადოების მოდელს მომავალი აქვს, მათ შორის, პეკინთან და მოსკოვთან” – ხაზგასმით თქვა პოლიტიკოსმა.

მასის თქმით, მსოფლიოში წამყვანი სამრეწველო ქვეყნებისთვის დონალდ ტრამპის ერის დამთავრების შემდეგ ახალი ეპოქა დადგა და დროა ყველაფერი თავიდან დაიწყოს.

“აშშ საერთაშორისო არენაზე დაბრუნდა. ჩვენ, ევროპელები მათ ვხვდებით სიტყვებით: “კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება”. ჩვენ მთელი ეს ხანი არსად წავსულვართ” – აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა.

“დიდი შვიდეულის” სამიტი ბრიტანეთის საგრაფოში კორნუოლში ტარდება. სამიტის ძირითადი თემები იქნება კორონავირუსის პანდემია, კლიმატისა და იშვიათი ცხოველების დაცვა, ასევე, დემოკრატიული ღირებულებების ერთობლივი დაცვა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
შემდეგი სტატიარუსეთი ირანს თანამედროვე თანამგზავრ-ჯაშუშს მიჰყიდის